28 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში გაიმართება ტექნიკური შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილული იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა. ტექნიკური შეხვედრის ფორმატი წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტს და ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და პროცესის მონაწილე საერთაშორისო აქტორების ფასილიტაციით.

დღის ამბები