28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაეშვა - სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მათ შორის ეროვნული დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა განყოფილებასთან.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სამხედრო დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 000 დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

დღის ამბები