ევროპულ სახელმწიფოებში მიგრაციის კრიზისი მწვავდება. პოლონეთმა ლიეტუვამ და ლატვიამ ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ევროპული სახელმწიფოები მიგრანტთა გაზრდილ რაოდენობას ბელარუსის ხელისუფლებას უკავშირებს.
ევროკავშირში ამბობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი სანქციების საპასუხოდ მიგრანტებს ევროპისკენ უძღვება.
ბელარუსის ხელისუფლება კი მიგრანტთა კრიზისზე საუბრისას თითს ევროპისკენ იშვერს. კრიზისზე საუბრობენ ადამიანის უფლებადამცველები.