28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები" - ჭყონდიდში განკვეთილი ბერები საეკლესიო სამოსელის გახდას და მონასტრების დატოვებას არ აპირებენ

სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიიდან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა, არც საეკლესიო სამოსელის გახდას და არც მონასტრების დატოვებას არ აპირებენ.

"თვითონ გაფუჭებულები, საყვარლობაში მხილებულები, საშინელ განცდებში მყოფი კლოუნები, რა დღეში არიან, შეხედონ. თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, როგორც ხდიდით, თქვენს საყვარლებთან იტიტუცეთ, აქ თუ მოხვალთ, ვინმე დაგხვდებით,"- პასუხობს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირი. 

მიტროპოლიტი სტეფანე მოითხოვს, რომ მისი ბრძანება შესრულდეს, განკვეთილები ამ ბრძანების საფუძველს არ ეთანხმებიან.

დღის ამბები