28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
თუშეთიდან მოქალაქეთა გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია

თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია. გზის დამეწყვრის შემდეგ ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები, ვისაც მთიანი რეგიონიდან გამოსვლის სურვილი ჰქონდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციის ფარგლებში, თუშეთიდან, ჯამში, 200-მდე პირი გადმოაფრინეს.

ფშაველი-ომალოს გზის დაზიანებულ მონაკვეთებს სპეციალისტები შეისწავლიან. აღდგენითი სამუშაოები ამის შემდეგ დაიგეგმება.

დღის ამბები