28 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ისეთივე სიტუაცია რომ დადგეს ცივ პერიოდში, რაც აგვისტოს თვეში გვქონდა, შეუძლებელი იქნება კოვიდთან გამკლავება - მაკა ბულეიშვილი

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. აცრის ყოველდღიური მაჩვენებლები კვლავ დაბალია. ეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღის მოლოდინია. ის, თუ რამდენად მძიმე იქნება მეხუთე ტალღის შედეგები, სწორედ ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული.

"გამორიცხული არ არის, რომ დაინფიცირებულთა რიცხვის ასეთი სტაბილური მაჩვენებელი ვერ შევინარჩუნოთ. იმისათვის, რომ არ დაგვიდგეს მეხუთე ტალღა, რომლის შედეგადაც შეიძლება ჯანდაცვის სექტორმა და ქვეყანამ ძალიან რთულად გადაიტანოს, რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება ერთადერთი საშუალებაა. რომ წარმოვიდგინოთ ისეთივე სიტუაცია დადგეს ოქტომბერსა და ნოემბრის ცივ პერიოდში, რაც აგვისტოს თვეში გვქონდა, შეუძლებელი იქნება გამკლავება,"- აცხადებს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი.

დღის ამბები