28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" ოზურგეთის მერობის კანდიდატი სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სერვისის მიღების პრობლემაზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ღლონტი სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სერვისის მიღების პრობლემაზე საუბრობს.

მისი თქმით, ოზურგეთში სულ ოთხი სასწრაფო დახმარების ჯგუფია, გადატვირთული გრაფიკის და დაგვიანების გამო კი, მძიმე შედეგები დგება და არის გარდაცვალების შემთხვევებიც.

რაც შეეხება სახანძროს, ღლონტის განცხადებით, აქაც იგივე პრობლემაა და არასაკმარისი ეკიპაჟების გამო, მაგალითად, სოფლებში: შრომასა და ნატანებში, არაერთი სახლი დაიწვა.

კანდიდატის განცხადებებს უზურგეთის შესაბამის სამსახურებში უპასუხეს.

დღის ამბები