28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ქვეყნები სადაც "ბუსტერის" გამოყენებას იწყებენ - აუცრელი მოქალაქეების წახალისებას ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთებით ჯო ბაიდენიც გეგმავს

აუცრელი მოქალაქეებისთვის მაგალითის მიცემას ჯო ბაიდენი ვაქცინის მე-3, "ბუსტერ" დოზის გაკეთებით გეგმავს. მილიონობით ამერიკელს შორის, რომელიც ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს 65 წელს გადაცილებული პირები და რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები არიან. შეერთებულ შტატებში ვაქცინაციის ტემპი შენელებულია, ამ დროისთვის 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ აქვს გაკეთებული.​

"ბუსტერ" დოზით აცრის მოქალქეებს პოლონეთი და რუმინეთიც. პოლონეთში მე-3 დოზით 50 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან. რუმინეთში კი ნებისმიერი სრულად ვაქცინირებულისთვის "ბუსტერ" დოზა ხელმისაწვდომი ნოემბრიდან იქნება.

პორტუგალიაში ბარებსა და კლუბებში თვის ბოლოდან მხოლოდ კოვიდსერთიფიკატის მქონე მომხმარებლები დაიშვებიან. პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოებში, და დიდ კომერციულ სივრცეებში.

დელტა შტამთან გამკლავებას რეგულაციების გამკაცრებით ცდილობს ისრაელიც, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. მწვანე საშვის გარეშე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ. პედაგოგები გაკვეთილების ჩატარებას ვერც დისტანციურად შეძლებენ.

1 ნოემბრიდან გერმანიაში კარანტინში მყოფ არავაქცინირებულ დასაქმებულ პირებს ხელფასს აღარ გადაუხდიან. კარანტინში ყოფნისას ხელფასის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების უფლება მხოლოდ იმ აუცრელ დასაქმებულებს ექნებათ, რომელთა ვაქცინაციაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეკომენდებული არ არის.

1 ოქტომბრიდან კოვიდრეგულაციები ამოქმედდება აზერბაიჯანშიც. საქალაქთაშორისო და რეგიონთაშორისო მგზავრობის დროს მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კოვიდპასპორტი წარადგინონ.

დღის ამბები