28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
რეფორმები, მიღწევები, სწრაფი ევროინტეგრაციის ამბიცია და გამოწვევები - რა აქცენტები გააკეთა პრემიერმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას

ქვეყნის მიღწევები და გატარებული რეფორმები, სწრაფი ევროინტეგრაციის ამბიცია და გამოწვევები, რაც კვლავ ოკუპაციას და რუსეთის აგრესიას უკავშირდება - ეს ძირითადი საკითხების ჩამონათვალია პრემიერ-მინისტრის 15 წუთიანი მიმართვიდან, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეები ისმენდნენ.

დებატის მონაწილეებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა რამდენიმე სიახლე და ერთი მთავარი მოწოდება, რომ საქართველოს პარტნიორებმა რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

პრემიერი აღნიშნავდა, რომ ამ მთავარი დაბრკოლების გადალახვის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანას განვითარების უნიკალური პოტენციალი აქვს. საუბარი შეეხო შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც და გეგმას, რომ არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.

დღის ამბები