28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ინციდენტი კასპში - "ქართული ოცნება" ენმ-ს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, წინასაარჩევნოდ მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანი კასპში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს კასპში "ქართული ოცნების" შტაბთან პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. 

მმართველი პარტიის წევრი ოპონენტებს დექსტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მედიაში ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც ვრცელდება.

"კასპში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა "ქართული ოცნების" პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ ქმედებებს "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, "ქართული ოცნების" აქტივისტების და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით.

მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას" - უარი თქვან პროვოკაციებზე და საარჩევნო გარემოს გაუარესების ყოველდღიურ ქმედებებზე. მივმართავთ აბსოლუტურად ყველას, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე ყველა საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე,"- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი. 

შეგახსენებთ, რომ კასპში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთი ქუჩის მოსახლეობამ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრა მოითხოვა. აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეუერთდნენ.

დღის ამბები