28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირება კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა - როგორ აფასებენ მხარეები გუშინდელ ინციდენტს

წინასაარჩევნო გარემო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იქ დაიძაბა, სადაც მასზე მსჯელობა მიმდინარეობდა. სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ მომხდარი დაპირისპირებაა მთავარი პოლიტიკური განხილვის თემა მეორე დღესაც. ირაკლი კობახიძე გუშინდელ ინციდენტს, კიდევ ერთხელ, ნიკა მელიას მხრიდან პროვოკაციას უწოდებს.

პარტიის თავმჯდომარის ლექსიკას იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ყოფილ მმართველ პარტიაში ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ და ამბობენ, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ხელს "ქართული ოცნება" უშლის. "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაზე არიან "ლელოშიც".

პარტიები, რომლებიც არც სახელისუფლებო და არც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არ არიან, მომხდარს ნეგატიურად აფასებენ, პასუხისმგებლობას კი ორივე მხარეს აკისრებენ.

გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ მომხდარ ინციდენტში მხოლოდ ნიკა მელიას ბრალეულობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ქმედება არ გაკვირვებიათ, ახლა სახელისუფლებო გუნდი რეაქციას ევროკავშირის ელჩისგან და იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ელოდება, ვინც, მათი თქმით, მელიას მომხრეების რიგებში არიან.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ვითარება გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე მედიის კითხვებს პასუხობდა. მას საუბარი ნიკა მელიამ შეაწყვეტინა, რასაც პოლიტიკურად დაპირისპირებული 2 პარტიის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები