28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
თუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად მთის მასა რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა - დაზიანებულია თითქმის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი

თუშეთი გარესამყაროს არის მოწყვეტილი და მისკენ მიმავალი გზა დაკეტილია. წვიმამ აბანო-ფშაველის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესები გამოიწვია. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა 27-ე და 56-ე კილომეტრებზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. ძლიერი წვიმის შედეგად მთის მასა რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. დაზიანებულია თითქმის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გადაადგილება 2-3 დღე შეუძლებელი იქნება. 

როგორც საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ომარ ლეკიშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, ამინდზეა დამოკიდებული, როდის შეძლებს სპეციალური ტექნიკა სტიქიის ზონაში მუშაობას.

"27 კილომეტრი შეგვიძლია მხოლოდ ავიდეთ, მერე ვეღარ მივდივართ, იმიტომ, რომ ადიდებულია ხევი. ომალოდან 16 კილომეტრი გამოხვიდე და შემდეგ გზა არის ჩაწყვეტილი. ამათ შორის რა ხდება არ ვიცით.

ვერანაირი ტექნიკა ვერ მუშაობს, შეუძლებელია მუშაობდეს, როგორ უნდა მუშაობდეს, როდესაც გზა არის ჩაწყვეტილი, თან კოკისპირული წვიმის ფონზე. ამინდი როგორც კი გამოვა, ხელს შეგვიწყობს და მუშაობის საშუალება იქნება," - განაცხადა ომარ ლეკიშვილმა.

დღის ამბები