28 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
დმანისის ინციდენტზე დაკავებულს, მისი ადვოკატის ინფორმაციით, თვითდაზიანების მცდელობა ჰქონდა

დმანისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - დავით დაუთაშვილის ადვოკატმა სხდომაზე წარადგინა სამედიცინო დასკვნა ბრალდებულის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დავით დაუთაშვილს თვითდაზიანების მიყენების მცდელობა ჰქონდა, რაც თანამშრომლებმა აღკვეთეს.

"მოსამართლემ დატოვა პატიმრობაში ბრალდებული. მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ ორი პიროვნების დაჭრა, ბრალდებული აღიარებს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებდა მას, დახმარებოდა მას, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე.

გუშინ მას ჰქონდა თვითდაზიანების მიყენების მცდელობა და რომ არა თანამშრომლები, ალბათ თვითდაზიანებას მიიყენებდა. იმედია რამდენიმე დღეში ის გადაყვანილ იქნება შესაბამის დაწესებულებაში," - აცხადებს ადვოკატი გია მაჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს 2 პირი დანით დაიჭრა. 

დღის ამბები