28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პროფესიონალი ხულიგანია... ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება არ ყოფილა, მეც რომ სიახლოვეში ვყოფილიყავი მივიდოდი - მიხეილ სარჯველაძე 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძე უარყოფს ინფორმაცია, რომ ინციდენტის შემდგომ მმართველმა პარტიამ ევროკავშირის  ოფისთან მხარდამჭერების მობილიზება მოახდინა. მისი თქმით, ეს სპონტანურად მოხდა. ამასთან, სარჯველაძე ამბობს, რომ ახლოს რომ ყოფილიყო, თავადაც მივიდოდა.

"პროფესიონალი ხულიგანი[ნიკა მელია] მივიდა და პროვოკაცია მოახდინა იმისა, რომ დაძაბულობა შექმნილიყო, იმის ნაცვლად, რომ გაევლო უბრალოდ. სხვასაც აქვს ნერვები ხო?!..

ამის შემდგომ არავითარი მობილიზება არ ყოფილა ევროკავშირის ოფისთან. როდესაც ტელევიზიით ეს კადრები გავრცელდა, სპონტანურად მოხდა. მეც რომ ვყოფილიყავი სიახლოვეში, ბუნებრივია, მივიდოდი, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს მე, რომ მაინცდამაინც მუშტი-კრივის გასამართად მივდიოდი. იქვე რამდენიმე შტაბი ფუნქციონირებს და რამდენიმე წუთში რომ ადგილზე მიხვიდე, არაფერი უცნაური არ არის," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები