29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და მატჩში, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, სამ სეტში მოიგო. 24 სექტემბერს ბასილაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება.