28 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
მუშტების ჩვენება, ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები და ორ ლიდერს შორის მოქცეული მედია - რა მოხდა ევროკავშირის ოფისთან

ევროკავშირი წარმომადგენლობის ოფისთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გამოჩნდა. ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა და საუბარი შეაწყვეტინა. ამ ფაქტს მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც გამოჩნდნენ. ადგილზე წესრიგის და უსაფრთხოების დასამყარებლად სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

პარტიის ოფისიდან ევროკავშირის წინ მყოფ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ და დაშლისკენ მოუწოდა თავად ინციდენტის მონაწილე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში შედის.

პარტიის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, "ოცნების" წევრებმა ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა მელიამ, რომლის თქმით "ოცნება" საკუთარ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამაზე ნათლად ვერ წარმოაჩენდა."

ინციდენტი მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორი ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად მოხდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.           

ამავე თემაზე
დღის ამბები