28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო დღეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ევროკავშირის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინეს. ამ ფონზე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ მშვიდობიანი საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველვყოთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები