28 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
უინტელექტო, ხულიგანი და ბინძური კაცია ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პროვოკატორი და ხულიგანი უწოდა.

"ეს არის როგორც აწყობენ პროვოკაციას, ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, უინტელექტო, ხულიგანი და ბინძური კაცია ნიკა მელია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები