28 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ტურისტების ძარცვაში მხლილებულ​ კაფე "სკარპას" მფლობელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

კაფე "სკარპას" მფლობელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. გამოძიება მამაკაცს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება.

კაფის მფლობელის სახლში "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. დაკავებულის დედა ჩხრეკას ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ "რუსთავი 2-დან" გაიგო. 

"რამდენად მართალია ეგეც არ ვიცი. მოვედი სახლში, შემოვაღე და რას ვხედავ - ოთახში ასეთი სიტუაციაა, როცა მე სახლში არ ვარ და ჩემს პირადში ასე იჭრები, მგონი არ აქვს უფლება როცა მეპატრონე სახლში არ არის. ეს კი არ არის ჩემთვის ძირითადი პრობლემა, ეს არაფერია იმასთან მიმართებაში, რაც ჩემს შვილს დღეს სჭირს. სახლში რაღატო ჩატარდა ჩხრეკა, თან 3 წლის ბავშვი სახლშია და ამას აკეთებ," - აცხადებს დაკავებულის დედა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ის მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია. დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ გადაცემია.

გამოძიების ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფეში ტურისტებს იაფფასიან პროდუქტსა და მომსახურებაში სოლიდურ თანხას სძალავდნენ. კაფე "სკარპა" სამართალდამცავებმა გუშინ დალუქეს. მფლობელის დაკავების კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო. თაღლითობისა და დიდი ოდენობით ქურდობის საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშული 6-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები