1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1155 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1155 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1163 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6570 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.