28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"COVID -19", ვაქცინების არათანაბარი განაწილება, კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, ტერორიზმი, ავღანეთში განვითარებული მოვლენები - გაეროს ასამბლეის ტრიბუნა დღეს მსოფლიო გამოწვევებს დაეთმო

გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნილია. დებატების პირველს დღეს მთელი ყურადღება შეერთებული შტაბის პრეზიდენტის გამოსვლისკენ იყო მიმართული, რომელსაც ავღანეთთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოლიტიკის განმარტების გაკეთება მოუწია, თუმცა გაეროს წლევანდელი სესიის მთავარი თემა მაინც პანდემიაა, რომელიც მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

76-ე ასამბლეაზე გამოსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში არსებულ სხვადახვა გამოწვევაზე, მათ შორის იყო - "კოვიდ-19", ვაქცინების არათანაბარი განაწილება, კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, ტერორიზმი, ავღანეთში განვითარებული მოვლენები.

პანდემიაზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მოუწევს, რომელიც მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს. თუმცა 24 სექტემბრამდე ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვედრებიც აქვს ჩანიშნული.

მაღალი დონის კვირეულის გახსნას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სესიის მონაწილეებს სიტყვით გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა მიმართეს.

"კოვიდ-19"-მა ჩვენ არსებობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. თითოეული ადამიანის სიკვდილი ინდივიდუალური ტრაგედიაა. კოლექტიური წარმატება სხვების ინდივიდუალურ წარმატებაზეა დამოკიდებული. ერთად ისე უნდა ვიმუშაოთ, როგორც არასდროს. ჩვენ შევუერთდით პარიზის კლიმატის შეთანხმება ხელახლა. ამერიკა დაიცავს თავს და მოკავშირეებს, მათ შორის ტერორისტული საფრთხეებისგან. მისია უნდა იყოს ნათელი და მიღწევადი. ბომბები და სამხედრო ძალა პანდემიის ან სხვა გამოწვევის დაძლევაში ვერ დაგვეხმარება.

მომავალში კი ახალი მექანიზმი გვინდა ჯანდაცვის უსაფრთხოებაში. დაუყონებლივი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. კოვაქსისის პლატფორმით ქვეყნებს მივაწოდეთ "ფაიზერის" ვაქცინა. გადავარჩინოთ სიცოცხლე ახლა ვაქცინაციით და ავაშენოთ უკეთესი მომავალი. მსოფლიოს ყველა ნაწილში ვნახეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შემთხვევები. უნდა წამოვწიოთ ჩვენი კოლექტიური საერთო ამბიცია.

კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად ჩვენ გამოყოფილ თანხას ვაორმაგებთ. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი. გვსურს ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ერთან, მიუხედავად სხვადასხვა სფეროში მწვავე უთანხმოებისა. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რომ გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს, კოვიდს თუ კლიმატის ცვლილებას.

მივისწრაფვით სერიოზული დიპლომატიური პოლიტიკისკენ იმისათვის რომ მოვახდინოთ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია. ჩვენ ვიცით ტერორიზმის საფრთხე რეალურია. ქაბულის აეროპორტში გასულ თვეს 13 ამერიკელი სამხედრო დავკარგეთ. ამერიკა ისეთი აღარ იქნება, როგორც 20 წლის წინ ტერაქტის დროს, ჩვენ ახლა მეტად შეიარაღებული ვართ. ჩვენ გვსურს მთელ მსოფლიოში ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება. დემოკრატიული ღირებულების დაცვაში ამერიკა ჩემპიონია. დასაკარგი დრო არ არის, უნდა ვიმოქმედოთ," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები