28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
დმანისში 2 ადამიანი დაჭრეს, ინციდენტი ენმ-ს ამომრჩეველთან შეხვედრაზე მოხდა - ჰყავს თუ არა ბრალდებული გამოძიებას და როგორია დაჭრილების მდგომარეობა

წინასაარჩევნო კამპანია კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რაც საქართველოში, როგორც წესი ხელჩართული ჩხუბის ფონზე მიმდინარეობს. გამონაკლისი არც 2021 წელი გახდა. 

ფიზიკური დაპირისპირება სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრით დასრულდა. ისინი თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს, ინციდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მოხდა.

როგორც შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, დაჭრილები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან. დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით პარტიის მხადამჭერების დაჭრაში მონაწილეობდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება დმანისის სოფელ განთიადში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის სიახლოვეს მოხდა. ინციდენტის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ მმართველი პარტიის აქტივისტები, ამბობენ, რომ თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიაყენეს.

დმანისის ინციდენტს მომხდარიდან მალევე თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ მათ იდენტიფიცირებული ჰყავთ დაპირისპირებაში მონაწილე პირები. მათი თქმით, ერთ-ერთი ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილია. ოპოზიციაში დაუთაშვილის კანდიდატურის მოხსნას და მომხდარზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დროულ შეფასებას ითხოვენ.

მომხდარის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან "ქართულ ოცნებაში." მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი მხრიდან განხორციელდება ძალადობა.

დმანისის გარდა მმართველი პარტიის აქტივისტებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ რუსთავშიც. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით კირკიტაძის თქმით, მის მხარდამჭერს ვანო გველესიანს თავს გუშინ თავის საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ, ის ამ დრომდე მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადის. გამოძიებას უნდობლობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე გამოუცხადა.

ვანო გველესიანის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მისი მომხრეების და პარტიის აქტივისტების მონაწილეობას გამორიცხავს "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი. ნინო ლაცაბიძის თქმით, მმართველი პარტიის მიზანი მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა. მომხდარის უკან ლაცაბიძე ოპონენტების ხელწერას ხედავს.

პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ როგორც რუსთავში, ასევე დმანისის შემთხვევებზე ინფორმაცია სამართალდამცავებს უკვე მიაწოდეს. ოპოზიციასთან ერთად გამოძიების შედეგებს მმართველი პარტიაც ელოდება.

დღის ამბები