28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
მსოფლიო COVID-19-ის ბუსტერ დოზებით აცრის დაწყებას განიხილავს - შესაძლებელია თუ არა პანდემიის დამარცხება მესამე დოზის მეშვეობით

დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელებისა და რეინფიცირების შემთხვევების გამო, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები COVID-19-ის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზებით სარგებლობენ.

დელტა ვარიანტის დომინანტური ხასიათის გამო, გარკვეული კვლევების თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებში შესაძლოა ვაქცინის ეფექტიანობამ იკლოს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კი გამოსავალი შესაძლოა ბუსტერ დოზა იყოს. გერმანიასა და საფრანგეთში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებში დაშვებულია მესამე დოზით სარგებლობა რისკჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის. 

ვირუსის შესაჩერებლად, ისრაელმა ბუსტერ დოზის გაკეთება ყველა მოქალაქეზე დაუშვა, მათ შორის 12 წელს ზემოთ ბავშვებზე. სწორედ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვის შემდეგ Pfizer-ის ვაქცინას დამატებითი დოზა სჭირდება. საქართველო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.

დღის ამბები