28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
უნდა დაიწყოს იმ ბავშვების ვაქცინაცია ვინც რისკჯგუფშია ან ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს რისკჯგუფში - მაია ჩხაიძე

მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოშ ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. 

"ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ხვდებიან არიან რისკჯგუფის ბავშვები და მათთან კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რომ დაგვეწყო რისკჯგუფის ბავშვების აცრა, ან ბავშვების, რომლოებსაც ოჯახისწევრბეი ჰყავთ რისკჯგუფი, კარგი იქნებოდა.

იმედი მაქვს, რომ საბჭო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთში და კუბაში 6 თვის ასაკიდან დაიწყეს ბავშვების ვაქცინაცია,"- აცხადებს მაია ჩხაიძე.

დღის ამბები