28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
დღეს Johnson & Johnson-მა წარადგინა მოთხოვნა "ბუსტერის" დაემატებაზე - რას ამბობს ზაზა წერეთელი დამატებითი დოზების საჭიროებაზე

ექსპერტი მედიცინის საკითხებში, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი "ბუსტერ" დოზის საჭიროებას ადასტურებს. მისი თქმით, მრავალმა კვლევებმა და დაადგინა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, "ბუსტერ" დოზის გაკეთებას საჭიროებენ. 

"ჩატარდა უამრავი კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, მოსახლეობაში, რომელიც არის 60 წლის ზემოთ ასაკის და რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათი იმუნიტეტი არც, თუ ისე ძლიერია 2 დოზის შემდეგ და მათთვის აუცილებელია "ბუსტერ" დოზა. ეს აჩვენა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა და ამიტომ, მეც ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა სწორი გადაწვეტილება მიიღეს, რომ დაიწყეს "ბუსტერ" დოზის გამოყენება.

დღეს გამოაქვეყნა თავისი შედეგი Johnson & Johnson-მა და როგორც იცით, ეს არის ვაქცინა, რომელიც ერთ დოზას იყენებს, მაგრამ დღეს Johnson & Johnson-მა წარადგინა ოფიციალურად თავისი კვლევების შედეგები წამლების სააგენტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის მოთხოვნით, რომ კარგი იქნება, თუ "ბუსტერ" დოზა დაემატება Johnson & Johnson-საც," - ამბობს ზაზა წერეთელი. 

 

 

 

დღის ამბები