28 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
"უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს" - გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით

გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ თბილისში გამოჩენილ ე.წ. "სიძულვილის პოსტერებთან" დაკავშირებით განაცხადა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს.

"სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აუცილებელია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს. თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს,"- აცხადებს საბინე მახლი.

დღის ამბები