ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალური მოსკოვი ვალდებულია ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 ათასი ევრო გადაუხადოს.
კრემლის კრიტიკოსი ლიტვინენკო, რუსეთის ФСБ-ს ყოფილი აგენტი იყო, რომელმაც 2000 წელს თავი ლონდონს შეაფარა, სადაც ის 2006 წელს მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა პუტინის ბრძანებით მოწამლეს.