28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იწყება

შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იწყება. ხვალ დილიდან, საქართველოს დელეგაცია, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების და გენერალური ასამბლეის სხდომისთვის მზადებას იწყებს. 21 სექტემბერს, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე, სიტყვით პარასკევს გამოვა. უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს ექნება მოხსენება, რომლითაც წარდგება პრემიერ-მინისტრი.

"პრემიერისთვის დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრს და ვიცე-პრემიერსაც აქვთ დაგეგმილი შეხვედრები,"- აცხადებს კახა იმნაძე. 

დღის ამბები