8 გარდაცვლილი და 28 დაშავებული - რუსეთში პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მამაკაცი სანადირო თოფით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. უნივერსიტეტის შენობაში შეიარაღებული მამაკაცის შესვლის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, რამდენიმე სტუდენტი კი, ფანჯრიდან გადახტა. თავდამსხმელი 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ამავე უნივერსტიტეტის სტუდენტია. ის უკვე დააკავეს სამართალდამცველებმა.
თავდამსხმელმა სამართალდამცველებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საგამოძიებო კომიტეტმა ახალგაზრდის იდენტიფიცირება შეძლო, ის ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ტიმურ ბეკმანსუროვმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც თავდასხმა დაანონსა. საუბრისას განაცხადა, რომ მას არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს.
პერმში 21 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.