28 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 70% უკვე აცრილია, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი რეკორდულად დაეცა - სად აიცრა ყველაზე ნაკლები ადამიანი

კორონავირუსის პარალელურად, საქართველოში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ვაქცინაცია. აცრის ტემპი რეკორდულად დაეცა. ნაცვლად დაგეგმილი 30 ათასისა, ბოლო 24 საათში მხოლოდ7 ათასი ადამიანი აიცრა. 

თბილისში საზოგადოებრივი იმუნიტეტი, შესაძლოა, მალე მიღწეულად ჩაითვალოს, რადგან დედაქალაქში მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტია უკვე აცრილი, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე. რეგიონებში შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი ტემპი არის ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის 11.7 პროცენტია აცრილი.

ამ დროისთვის საქართველოს მაჩვენებელი ასეთია: ნახევარ წელიწადში ორივე დოზით აცრილია 24.8 მეათედი პროცენტი, ანუ მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი. 

რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლსაც ვაქცინაციის 4 ზონა და მოძრავი ამცრელი 12 პუნქტი ექვემდებარება, აგვისტოში დღიურად 1500-ზე მეტი ადამიანის ცრიდა, სექტემბერში ეს მაჩვენებლები განახევრებულია.

აცრების ყოველდღიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემცირებულია პირველადი რეგისტრაციის ტემპი. იმუნიზაციის პროცესში ნაკლებად აქტიურობენ 65 წელს ზემოთ მყოფი პირები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების შემთხვევაში რისკები მაღალია თანხმლები ქრონიკული დაავადებები გამო. 

ყველა თანხმდება, რომ კორონავირუსის შეჩერების მექანიზმი დღეს იმუნიზაციაზე გადის. სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს. მედიკოსების განცხადებით, თუ იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდა, ქვეყანა ვერ მოახერხებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას და რეგულაციების აუცილებლობა ისევ დღის წესრიგში დადგება. 

გეგმის მიხედვით, ოქტომბრის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 45 % აცრილი უნდა იყოს. წლის ბოლომდე კი - 80%. 

დღის ამბები