28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
საიას საკონსტიტუციო სარჩელი ურთიერთბრალდებების მიზეზი აღმოჩნდა - NGO-ს პოლიტიკოსები აკრიტიკებენ

საიას საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ისევ ურთიერთბრალდებების თემაა.

პოლიტიკური კრიტიკა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციისკენ არის მიმართული - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებას ცდილობს.

მმართველი პარტიის კრიტიკის საფუძველი საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელია, რომ არსებული მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვალოს.

ოცნებაში ამ სარჩელს აბსურდულს უწოდებენ და პარალელს ავლებენ 5 წლის წინანდელ ანალოგიურ სარჩელთან, რომლის ავტორი ნაციონალური მოძრაობა იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ ინტერესს უარყოფს. ოპოზიციის შეფასება სარჩელთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

დღის ამბები