28 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე წინასაარჩევნო გარემო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ შეისწავლა - რა გზავნილები აქვს ოდირს

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წინასაარჩევნო გარემო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ შეისწავლა. არჩევნები, რეგიონულ და შიდა გამოწვევებთან ერთად, ინტერესის მთავარი თემა იყო.

დელეგაციის შემადგენლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი და კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლები შედიოდნენ.

ოპოზიციისთვის საარჩევნო გარემო მშვიდი არ არის. მმართველი გუნდის ოპონენტები ქვეყანაში გამძაფრებულ სიძულვილის ენაზე საუბრობენ, რაშიც "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ.


კონტრბრალდებები აქვთ მმართველ გუნდში. პოლიტიკური ძალადობის წაქეზებისაგან თავის შეკავების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციების მთავარი ადრესატი "ქართული ოცნებისთვის" რადიკალური ოპოზიციაა.

"ევროპული საქართველოს", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან აუდიენციის გარდა, დელეგაცია ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასაც შეხვდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 18-19 სექტემბერს შედგა. სამხრეთ კავკასიაში ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში დაბრუნებას გეგმავს. მიზანი რეგიონული საკითხების უფრო ფართო ჭრილში განხილვაა.

დღის ამბები