28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილმა ვაკის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა

ოპოზიციის ნაწილმა ვაკეში, საკრებულოს მაჟორიტარობის დეპუტატობის საერთო კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა. შეკრებილ მოსახლეობას ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში მონაწილეობასა და ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, განვლილი ცხოვრებით, ოჯახის შვილობით, არ ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს წარმოაჩენდეს დადებითად, არის ამ ერთ ადამიანში მოქცეული, ბათუ ქუთელიაში, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში. ყველანი მივდივართ 2 ოქტომბერს და მხარს ვუჭერთ საერთო შეთანხმებულ კანდიდატს, ბათუ ქუთელიას. განსხვავებები ახლა გვერდით უნდა გადაიდოს,“ - ამბობს ნიკა მელია.

დღის ამბები