28 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"მოსმენები იყო, არის და იქნება... სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ დროული დიფერენცირება უნდა გააკეთონ, რა არის მართალი და რა ტყუილი" - გიგლა ბარამიძე

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე "დღის კურიერის" ეთერში ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმაურება. მისი განცხადებით, მოსმენები ყოველთვის იყო, არის და იქნება, თუმცა ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა ამას დროული დიფერენცირება უნდა გაუკეთონ.

"მოსმენები იყო, არის და იქნება. არა იმ მასშტაბით, როგორც ადრე იყო "ნაციონალების" დროს, მაგრამ ალბათ არის. აქ დიფერენციაცია უნდა მოხდეს და არ უნდა აურიო ტვინი მკითხველს და მსმენელს.

რიგით მოქალაქეებს არ უნდა უსმენდნენ, არ ვამბობ, რომ უნდა უსმენდნენ, ცუდია, მაგრამ მე ვამბობ, რომ სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ დროული დიფერენცირება უნდა გააკეთოს ამისი, რა არის მართალი და რა არის ტყუილი," - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

დღის ამბები