28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
როცა ხელს იშვერ სხვისკენ, შენი ყოფილი გუნდისკენ, ეს არის პოლიტიკური უზნეობის კლასიკა - გიგლა ბარამიძე გახარიაზე

დამოუკიდებელი პოლიტიკოსის, გიგლა ბარამიძის შეფასებით, გიორგი გახარია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად სისხლიან ბანერებზე მოხვდა, იმსახურებს იქ ყოფნას, რადგან მისი ქმედებები პოლიტიკური უზნეობის მაგალითია.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერისა და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები მსგავსია. 

"იქ, ძირითადად, უფრო აღვიქვამ იმ რეჟიმის წარმომადგენლებს თანამდებობრივად. რაც შეეხება გახარიას, მე მის ქმედებებს, იმაზე ადრე, ვიდრე ის პარტიას შექმნიდა, ვუწოდე გახარიადას ფარსი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ - ასე ჩანს. არამარტო იმიტომ, რომ მისი ქმედებები ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს, არამედ მისი, როგორც პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის, რომელიც პირველი პირი იყო, ქმედება არის აბსოლუტურად გაუგებარი კი არა, დაგეგმილი პოლიტიკური უზნეობა.

აგიღეს და საზოგადოებრივად, სოციალურად, თუნდაც ოჯახით აბსოლუტურად უცნობი ადამიანი, მოგიყვანეს და დაგდეს პოლიტიკურ თანამდებობაზე, შემდეგ დაგნიშნეს მინისტრად, შემდეგ აგიღეს და დაგნიშნეს ვიცე-პრემიერად, შემდეგ შს მინისტრად, შემდეგ პირველი პირი ხდები, პრემიერ-მინისტრი ხდები და გუნდიდან წამოსვლა შეიძლება, მაგრამ ასეთი მეთოდებით...რაც შენ უნდა გაგეკეთებინა, ის არ გააკეთე, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადო, ხელს იშვერ სხვისკენ, შენი ყოფილი გუნდისკენ, ეს აარის პოლიტიკური უზნეობის კლასიკა.

ამიტომ, ის თუ ბანერზე მოხვდა, მე დოკუმენტურად არანაირი ფაქტი არ მაქვს, რომ ის არის "ნაციონალური მოძრაობის" ფარული წევრი, მაგრამ ერთნაირ საქმიანობას გადიან. ეს არის შეცდომა "ქართული ოცნების", რომ თუნდაც მე, ჩემნაირებს და სრულიად საქართველოს არ მოუსმინეს, როდესაც ვამბობდით, რომ ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ კოჰაბიტაციაც და სამართლიანობის აღდგენის დაგვიანების ფორმები, რასაც თქვენ აკეთებთ. თვითონაც მიხვდნენ ამას და, კარგია, რომ გვიან მიხვდნენ,"-აცხადებს 

დღის ამბები