28 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში იმყოფება. "ლელოს" ლიდერის თქმით, მან თავადვე მოუწოდა გამოკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურას, რათა  სასულიერო პირებთან მისი საუბარი დაედასტურებინა.

ხაზარაძე ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს და მიიჩნევს, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

მისივე განმარტებით, ნამდვილობის დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილება უნდა დადგეს დღის წესრიგში.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ უნდა იყოს გამოძიებული ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურებისთანავე ქვეყნის მეთაური და ამ შემთხვევაში, სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძესთან ერთად დღეს გამოკითხვაზე დაბარებული იყვნენ თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარიაც, თუმცა ისინი პროკურატურაში არ მისულან.

დღის ამბები