28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს ადვოკატი ჯერ არ დაკავშირებია - ამ დრომდე უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი

პოლიცია ამ დრომდე ეძებს ორ ბრალდებულს, რომლებმაც 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას ედავებიან. ორივე მათგანი იდენტიფიცირებულია - 21 წლის აკო ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე. დაუსწრებლად მოხდა ბრალის წარდგენაც. მუხლები ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ეხება.

ადვოკატი, დალი ბარბაქაძე ამ დრომდე არ იცნობს საქმის მასალებს. მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატი აპირებს, ბრალდებულების ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. მისი თქმით, ამ დრომდე უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი.

ოფიციალური ვერსიით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები მანქანით მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრთდნენ. შემდეგ ჭელიძემ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა.



დღის ამბები