რეალური საბრძოლო უნარების შეძენა, საველე და თეორიული სწავლება - საქართველოში ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება. მისი გავლა მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეუძლიათ. პირველი ეტაპი რეგისტრაციაა, შემდეგ გასაუბრება, სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება.
აღსანიშნავია ერთი გარემოება - რეზერვის პროგრამა ისეა გაწერილი, რომ მსურველებს მისი სამოქალაქო სამსახურთან შეთავსება შეუძლიათ. გარდა ამისა, რეზერვისტებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური ანაზღაურებაც.