28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
საკონსტიტუციო სარჩელი და პოლიტიკური ბრალდებები - რატომ ადანაშაულებს "ქართული ოცნება" საიას "ნაციონალურ მოძრაობის" ინტერესების გატარებაში

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საიას მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი გახდა - "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებას ცდილობს.

მმართველი პარტიის კრიტიკის საფუძველი საიას მოთხოვნაა, რომ მოქმედი მუნიციპალური საარჩევნო სისტემა არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი.

"ქართულ ოცნებაში" ამ სარჩელს აბსურდულს უწოდებენ და პარალელს ავლებენ 5 წლის წინანდელ ანალოგიურ სარჩელთან, რომლის ავტორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო.

ბრალდებებს ადრესატებმა უკვე უპასუხეს, მხარეები სარჩელის შინაარსს განსხვავებულად განმარტავენ.

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, "ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორის დისკრედიტირებას ცდილობს, სარჩელი კი, მისი შეფასებით, არჩევნების გავლენაზე შედეგს ვერ მოახდენს.

დღის ამბები