5 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა აფეთქების შედეგად ავღანეთში. გარდაცვლილებს შორის 1 ბავშვია. აფეთქების სამიზნე თალიბების სასაზღვრო პოლიციის მანქანა იყო.
შემთხვევას ისლამურ სახელმწიფოს უკავშირებენ. აფეთქება ჯალალაბადში მოხდა. როგორც ცნობილია თავდასხმის ფაქტზე თალიბანმა გამოძიება დაიწყო.