საფრანგეთში, ბაიკერების დაპირისპირების შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
შემთხვევა ქალაქ ტარბის საგამოფენო პარკში ერთ-ერთ ფესტივალზე მოხდა. დაპირისპირებაში 150 ბაიკერი მონაწილეობდა.
პირს, რომელმაც ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, პოლიცია ეძებს. უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.