რუსეთში საპარლამენტო არჩევნების ბოლო დღეა. როგორც ცენტრალურ კომისიაში აცხადებენ, გასული 2 დღის განმავლობაში, ამომრჩეველთა აქტივობამ 31% შეადგინა. პარალელურად, ალექსეი ნავალნის მოკავშირეები "იუთუბსა" და "ტელეგრამს" ცენზურაში ადანაშაულებენ.
აღნიშნულმა საიტებმა, მათ მიერ გავრცელებული რეკომენდაციები წაშალეს, რომლის მიხედვითაც ალექსეი ნავალნი და მისი გუნდის წევრები, საზოგადოებას არჩევნებში კონკრეტული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ნავალნის მხარდამჭერების ბრალდებებს "ტელეგრამმა" უპასუხა. სოციალური ქსელის მმართველები განმარტავენ, რომ შეზღუდვა რუსეთში არჩევნების დროს აგიტაციის ზოგადი აკრძალვით არის განპირობებული.