28 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი, "ევროპული საქართველოს" ოფისს ეწვივნენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ეცნობიან. კარი ჰენრიქსენი და რობერტო მონტელა, პარტია "ევროპული საქართველოს" ოფისს ეწვივნენ.

საარჩევნო გარემო და კენჭისყრის მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობა - ეს მთავარი საკითხი იყო.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის პრობლემაზეც ისაუბრეს.

დღეს ანალოგიური ფორმატის შეხვედრა ეუთო-ს წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთანაც გამართეს.

დღის ამბები