28 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
თბილისში 20 წლის ბიჭს ეძებენ

თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, საღამოს საათებში, ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა.

ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" დაკარგულის მეგობარმა მიაწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ საქმის კურსშია პოლიციაც, სამართალდამცველები შესაბამის სამძებრო ღონიძიებებს ატარებენ.

თუ ფლობთ ინფორმაციას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, დარეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 571088309; 591 22 75 62.

დღის ამბები