28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მერობის და მაჟორიტარების პოსტების მოსაპოვებლად მარათონი გრძელდება - რა დაპირებები მოისმინეს კანდიდატებისგან თბილისისა და რეგიონების ამომრჩევლებმა

დედაქალაქის გარდა საარჩევნო მარათონი რეგიონებშიც გრძელდება. აჭარის მთავრობის წევრები ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს სოფლებში ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. თორნიკე რიჟვაძე პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს "ნაციონალური მოძრაობაც". პარტიის თავმჯდომარემ აბაშაში ადგილობრივებს მერობის კანდიდატად ნუგზარ წიკლაური წარუდგინა. წარდგენისას ლიდერებმა წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.

რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა "სტრატეგია აღმაშენებელმა". პაატა მანჯგალაძემ მოსახლეობას სატრანსპორტო მიმართულებით კონკრეტული პროექტები გააცნო.

ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები გააცნო "ლელომ" კრწანისის ოლქში. პარტიაში იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში "ლელო" მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს.

მოსახლეობას საკუთარი ხედვა წარუდგინა მმართველი გუნდიდან საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა. ავთანდილ ცინცაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს ადგილზე მიმდინარე პროექტები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. სწორედ 2 ოქტომბერს გაირკვევა ვინ დაიკავებს მერობის და მაჟორიტარების პოსტს.

დღის ამბები