28 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"ეს პოლიტიკური კანიბალები, ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს იწუნებენ, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ მათთან შედარებით" - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილსა და გიგა ბოკერიას პოლიტიკური კანიბალები უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის "ბანდაში" მყოფი ადამიანები მმართველი გუნდის "ვეგეტარიანულ მენიუს" იწუნებენ, თუმცა არაფერი აქვთ "ქართულ ოცნებაზე" სათქმელი.

"მეგის ქარდავასნაირი და ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, მთელი ეს გებელსები და სადისტები, სააკაშვილის მეთაურობით, აი ეს მაფიოზების ბანდა, ეს პოლიტიკური კანიბალები, რომ ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს იწუნებენ, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ ჩვენ მათთან შედარებით, რაზეა საერთოდ საუბარი.

შედარებისთვის, მეგის ქარდავა ჯარის, სამხედრო პოლიციის უფროსი იყო და ატერორებდნენ ჯარს. პოლიციაში რა ხდებოდა, იქ რა ხდებოდა, ყველგან. რა აქვთ ამ ადამიანებს სათქმელი?

მე მივიღებ კრიტიკას თქვენგან, ნებისმიერი არაპოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქისგან, მაგრამ მათგან მე არ მივიღებ ამ კრიტიკას და არასდროს არ წავალ კომპრომისზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები