28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
სამართლებრივ აღსრულებას არ შეიძლება არც ერთი ფაქტორი ეღობებოდეს - მიხეილ სარჯველაძე მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე

მეგის ქარდავას ექსტრადირებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, რაშიც გასაკვირი არაფერი არ არის და იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც მეგის ქარდავას აქვს ჩადენილი, მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს.

"ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბოლო დროს შემდგარ ვიზიტს პრემიერის უკრაინაში, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ამ თემებზეც საუბარი მათ შორის და შესაბამისად, გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ნამდვილად შეინიშნება ამ სამართლებრივი საკითხების მიმართულებით.

ეს არის ალბათ რეზულტატი სწორედ ამ მიმართულებით ნაკეთები საქმეებისა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს არის პოზიტიური პროცესი პოზიტიური თვალსაზრისით, რომ სამართლებრივ აღსრულებას, რა თქმა უნდა არ შეიძლება არც ერთი ფაქტორი ეღობებოდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.

ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

დღის ამბები