ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ვაშინგტონში შტატებისა და ავსტრალიის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა, შეხვედრისას განაცხადეს, რომ გააღრმავებენ კავშირს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ავსტრალიაში კი როტაციული პრინციპით განლაგდებიან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები. რამდენიმე დღის წინ შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს.
როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული.