28 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ხარვეზიანი კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც იძლევა საშუალებას ყველას უკანონოდ მოგვისმინონ - გიორგი ბურჯანაძე

ფარული ფაილების საქმეზე პარლამენტში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ.

ფრაქციის წევრებმა გიორგი ბურჯანაძესთან ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ ევროპის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობები განიხილეს.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონმდებლობაში ხარვეზებია. 

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო მიყურადების საქმე სახელმწიფოსგან სიღრმისეულ გამოძიებას მოითხოვს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება. 

"ხარვეზიანი კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც იძლევა საშუალებას ყველას უკანონოდ მოგვისმინონ. ეს ფაქტები ვალდებულია სახელმწიფო, რომ გამოიძიონ,"- აცხადებს ბურჯანაძე. 

დღის ამბები