28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
"ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნებაა, დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალში" - წყალტუბოში 460 დევნილს ბინები გადაეცათ

წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. საზეიმო გადაცემის ცერემონიაზე მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა, ახალმოსახლეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნება. 

"წლების განმავლობაში, წყალტუბოს ყველა სანატორიუმში ჩვენი ძვირფასი დევნილები ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა. დღეს 460 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს

2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს. 

გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნება, რომ დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, არის და იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები